08/09/2015

ნინო დვალიძე

11917757_10153148323802098_1029133678824467307_nნინო დვალიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე – მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს თანხების მოზიდვის (ფანდრაიზინგის), ინსტიტუციური განვითარების, მარკეტინგისა და გავრცელების, უნივერსიტეტის კვლევითი და ინოვაციურიპოტენციალისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. იგი აქტიურად წარმართავს უნივერსიტეტის ზოგადი განვითარების: მეცნიერების პოპულარიზაციის, ინოვაციების წამახალისებელი აქტივობებისა და უნივერსიტეტის ექსტენსიური კამპანიისპროცესებს, რაც მოიცავს დონორის მოძიებას, კერძო სექტორთან კავშირების დამყარებას, პარტნიორებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ. სწორედ მისი ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდაუნივერსიტეტში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება, როგორებიცაა: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი, სამეცნიერო კაფე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრი, ”ფაბლაბი”, ”გეიმლაბი” და ა.შ.
მსგავსი პროექტები მხარს უჭერს მეცნიერების გავრცელებასა და პოპულარიზაციას, განვითარებას, ინოვაციას, ცოდნის გაცვლის პროცესსა და სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას უნივერსიტეტში.
ნინო დვალიძეს ეკავა არაერთი თანამდებობა მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით და, აქედან გამომდინარე, აქვს დიდი გამოცდილება, კოორდინაცია მოახდინოს და უხელმძღვანელოს ადამიანთა ჯგუფებს პროექტების წარმატებით გაშვებისა დაგანხორციელების პროცესში. მისი მენეჯერული გამოცდილება და წარსულში განხორციელებული აქტივობები, რომლებიც, ზოგადად, კრეატივისა და ინოვაციების წახალისებისკენ იყო მიმართული, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს ღონისძიებას HardwareHackathon Iliauni.