Hardware Hackathon
გამოიგონე
HARDWARE HACKATHON თქვენი საქმიანობის პროდუქტიულობის ხელშეწყობას იდეების გენერირების ეტაპიდანვე ახდენს. მენტორებისგან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას უახლესი ტექნოლოგიური და საგამომგონებლო ტრენდების შესახებ, დაეუფლებით ინოვაციური პროექტების შემოქმედებითი პროცესის მართვის უნარებს.
გაერთიანდი
HARDWARE HACKATHON შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარებს ფლობენ ჰარდვეა ჰაკათონი შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესებს აღმოაჩენთ და ერთობლივად შეეცდებით ჰობი აქციოთ შემოსავლიან საქმედ.
გააკეთე
HARDWARE HACKATHON გაძლევთ საშუალებას იდეის პროტოტიპირებისთვის ისარგებლოთ ფაბლაბის ტექნიკური ბაზით და დამატებითი ელექტრონული კომპონენტებით ; მიიღოთ რჩევები პროფესიონალი მენტორებისგან; პროექტის მსვლელობისას შეხვდეთ პოტენციურ სპონსორებს და მოიძიოთ პროტოტიპირებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსები.
გატესტე
HARDWARE HACKATHON -ზე შეგიძლიათ გაიაროთ ილიაუნის აქსელერაციის აკადემიის ინტენსიური კურსი მეწარმეობაში და დატესტოთ პროდუქტი ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდება და 15 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება.
პროექტის შესახებ
საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, სექტემბერში Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და კრეატიული იდეებით შეეჯიბრებიან. ისინი ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მენტორობით იდეის პროტოტიპირებას შეძლებენ. გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე 26 სექტემბერს. გამარჯვებული გუნდის წევრები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან იტალიაში Maker Faire Rome-ზე.
რა არის Hardware Hackathon Iliauni?
თემები
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Hardware Hackathon Iliauni-ში?
ჯილდოები
- IoT
- Wearables
- VR/AR
- Robots
- Drones
- Art
- UI
- 3D Printing
- Industrial Applications
- Solar Energy
ნებისმიერი ასაკის, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს მეწარმე ხარ, დიზაინერი, პროგრამისტი, ინჟინერი, მარკეტერი, მხატვარი, არქიტექტორი, თუ სხვა), რომელსაც აქვს ინოვაციური და კრეატიული იდეები და სურვილი, რომ საკუთარი იდეები, რეალობად აქციოს. Hardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ იდეა, ან არ გყავთ გუნდი. პროექტის პირველი და მეორე ეტაპი (5-6 სექტემბერი; 12 – 13 სექტემბერი) გაძლევთ შესაძლებლობას, იპოვოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი, ან აღმოაჩინოთ იდეა, რომლის განხორციელებისთვისაც თქვენი უნარები იქნება საჭირო.
ლექციების ციკლი უკეთ გაგაცნობთ პროექტს, მასში მონაწილეობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დრო : 5-6 სექტემბერი
იდეების და მონაწილე ჯგუფების ფორმირება (თუ არ გყავთ ჯგუფი, შეგიძლიათ , პროექტების პრეზენტაციები) და ფინალისტების გამოვლენა. დრო: 12-13 სექტემბერი
აქსელერაციის აკადემიის ტრენინგების საკითხები
დრო: 14-20 სექტემბერიილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოხდება პროტოტიპის ტესტირება და გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც საშუალოდ 13 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. დრო : 26 სექტემბერი
პარტნიორები






