02/09/2015

პროექტის შესახებ

Harware Hackathon Iliauni  არის ბიზნეს მარათონი, რომელიც კრეატიულობის და ინოვაციის სტიმულირებას ახდენს და, რაც მთავარია, ხელს უწყობს სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბებას; საშუალებას აძლევს მეიქერებს იდეა ბიზნესად და ჰობი  – შემოსავლიან საქმედ აქციონ.

პროექტს ახორციელებს ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab Iliauni

პროექტის ფარგლებში მონაწილე გუნდები ერთმანეთს  ინოვაციური და კრეატიული იდეებით შეეჯიბრებიან. ისინი ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მენტორობით იდეის პროტოტიპირებას შეძლებენ. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ასაკის, გამოცდილების და უნარების ადამიანს.