02/09/2015

FAQ

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში?
Hardware Hackathon Iliauni გაძლევთ შესაძლებლობას:

  • გაიცნოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი;
  • იდეის პროტოტიპირებისთვის ისარგებლოთ ფაბლაბის ტექნიკური ბაზით და დამატებითი ელექტრონული კომპონენტებით ; მიიღოთ რჩევები პროფესიონალი მენტორებისგან;
  • პროექტის მსვლელობისას შეხვდეთ პოტენციურ სპონსორებს და მოიძიოთ პროტოტიპირებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსები;
  • გაიაროთ ილიაუნის აქსელერაციის აკადემიის ინტენსიური კურსი მეწარმეობაში;
  • დატესტოთ პროდუქტი ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდება და 15 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება
  • მიიღოთ სამუშაო სივრცე ილიაუნიში
  • გაემგზავროთ სასწავლო ტურით იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე Maker Faire Rome 2015

როდის და როგორ ჩატარდება Hardware Hackathon Iliauni?
Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება 2015 წლის სექტემბერში 4 ეტაპად:

  • პირველი ეტაპი– მოიცავს ლექციების ციკლს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ პროექტს, მასში მონაწილეობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დრო:  6-7 სექტემბერი
  • მეორე ეტაპი– კრეათონი – იდეების და მონაწილე ჯგუფების ფორმირება (თუ არ გყავთ ჯგუფი, შეგიძლიათ , პროექტების პრეზენტაციები და ფინალისტების გამოვლენა. დრო: 12-13 სექტემბერი
  • მესამე ეტაპი– აქსელერაცის აკადემია  და პროტოტიპზე მუშაობა. დრო: 12-20 სექტემბერი
  • მეოთხე ეტაპი– პროტოტიპის  ტესტირება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე და გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა, რომელსაც საშუალოდ 13 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. დრო: 26 სექტემბერი

როგორ მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში?
Hardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით (მოგაწვდით ინფორმაციას პირველი ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილზე).

რა დამატებითი ნივთები შეიძლება დაჭირდე Hardware Hackathon Iliauniსთვის?
ბრტყელტუჩა, მკვნეტარა, სახრახნისი, ჩაქუჩი, სახაზავი, მაკრატელი, საჭრისი, ჭანჭიკი, ქანჩი, ქანჩის გასაღები, წებო, ბურღის პირები, ქლიბი, ზუმფარა

რა მასალებით სარგებლობას შევძლებ ილიაუნის ფაბლაბში?
ფაბლაბი აღჭურვილია შემდეგი ინვენტარით, რომელთან წვდომაც ექნება ყველა ჰარდვეა ჰაკათონში მონაწილე პირს თავიანთი პროექტის შესაქმნელად და განსავითარებლად:
1. სარჩილავი მოწყობილობები სახარჯი მასალებითა და ძირითადი ელექტრული კომპონენტებით (წინაღობები, კონდენსატორები, გადამყვანი კაბელები, სამუშაო დაფები და სხვა).
2. სამუშაო იარაღები (სახრახნისები, ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი, ხერხი, გირაგი და სხვა).
3. კონსტრუქციების ასაწყობად საჭირო სახარჯი მასალა (ჭანჭიკები, ხრახნები, ლურსმნები და სხვა).
4. ხისა და ორგანული მინის დასამუშავებელი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობები (ბურღი, ელექტრო ხერხი, ლობზიკი, ბორმანქანა და სხვა).
5. პროგრამირებადი დაზგა დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC როუტერი და სხვა).
6. სხვადასხვა სისქის ხისა და ორგანული მინის ფილები.