09/09/2015

ნიკა როსტომაშვილი

ნიკა როსტომაშვილი – ჰაკათონის ტიპის 10-ზე მეტი ღონისძიების ორგანიზატორი, მენტორი და/ან ჟიურის წევრი; ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნესის მართვაში ათწლიანიგამოცდილებით; დამფუძნებელი საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ინკუბატორისა, რომელსაც დღეისათვის გამოშვებული ჰყავს საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი 5კომპანია 2 მლნ. დოლარზე მეტი წლიური ბრუნვით.

სხვადასხვა დროს იყო  სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე.

ამავე დროს, შემდეგი კომპანიების დამფუძნებელი და მმართველია:

  • შპს ”ჰეფიგრუპი” – ბიზნესპროცესების ავტომატიზების პროგრამული უზრუნველყოფის 5-წლიანი გამოცდილება სფეროებში: განათლება, მედიცინა, მარკეტინგი;
  • შპს ”ქივორდი” – ინტეგრირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მარკეტინგული ამოცანებისთვის;
  • შპს ”ჰეფი” – კომპიუტერული თამაშების წარმოება აიპედებისა და ტაბლეტებისთვის;
  • შპს ”ანტერპრენიორთა ინკუბატორი” – არაფორმალური განათლების ინოვაციური პროდუქტები;
  • აიპ ”კომპიუტერული თამაშების მწარმოებელთა ასოციაცია” – დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ივენთების და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/რეალიზება;
  • აიპ ”სტუნეტი” – ახალგაზრდათა სოციალურ და პროფესიულ ინტეგრაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური რესურსებისა დაგადაწყვეტილებების შექმნა და საზოგადოებისთვის მიწოდება.